თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირგიზეთს ფეთჰულა გიულენის მომხრეების მიერ მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას თურქული მედია უწყების ხელმძღვანელის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თუკი ყირგიზეთში გადატრიალება მოხდება, ამას გიულენის ორგანიზაცია განახორცილელებს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თურქი სასულიერო მოღვაწე ფეთჰულა გიულენი ყირგიზეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის განცხადებით კი, გიულენმა შესაძლოა, აშშ დატოვა.
„მოგვდის ინფორმაცია, რომ გიულენი სხვა ქვეყანაში გაიქცა“ - განუცხადა მან ტელეკომპანია „Haberturk“-ს. მინისტრის განცხადებით, ის შესაძლოა კანადაში, ეგვიპტეში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ან მექსიკაში იყოს.
თურქეთი აშშ-ს თურქი სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის გადმოცემას სთხოვს, რომელსაც თურქეთში რამდენიმე კვირის წინანდელ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად ასახელებს.