დავით უსუფაშვილის ინიციატივა არის სწორედ ის, რასაც პრემიერი თავისი პოლიტიკით ყოველდღიურად ახორციელებს

დავით უსუფაშვილის ინიციატივა არის სწორედ ის, რასაც პრემიერი თავისი პოლიტიკით ყოველდღიურად ახორციელებს

დავით უსუფაშვილის ინიციატივა კარგი ინიციატივაა - არის სწორედ ის, რასაც პრემიერი თავისი პოლიტიკით ყოვედღიურად ახორციელებს, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

“რაც შეიძლება მეტი კონსულტაცია, შეხვედრები კოლეგებთან, სხვადასხვა სახელისუფლო შტოების ხელმძღვანელებთან - ეს შეესაბამება იმ ინტერესს, რასაც სახელმწიფო ინტერესი ჰქვია, თუ რომელიმე არ გადაწყვეტს, რომ შეხვედრები პოლიტიკური სკანდალისთვის ან პოლიტიკური ინსინუაციებისათვის გამოიყენოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სახელისუფლო შტოების ხელმძღვანელი პირების შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობს. მან პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკოსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, სამუშაო შეხვედრების ფორმატის შექმნა შესთაზა.

“ხელისუფლების ხუთივე შტოს წარმომადგენილი ვიმსჯელებთ ინსტიტუციურ გარემოზე პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, ინსტიტუციების თავისუფალი მუშაობისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, საკითხებს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ და ზედმეტი სპეკულაციები და პოლიტიზირება თავიდან ავიცილოთ“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი