საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართეს.
2030.news-ს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, სადაც უპასუხეს, რომ ამ თემაზე ჯერ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
გავრცელებული ინფორმაციით კი, თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა განცხადებები თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე დაწერეს და თანამდებობებს ოფიციალურად პირველი აგვისტოდან დატოვებენ.