ალექსანდრა ჰოლ ჰოლი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაზე არ აისახება

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაზე არ აისახება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაზე არ აისახება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ამბასადორიალი 2016-ის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ჩვენი ერთგულება საქართველოსთან მეგობრობის მიმართ კვლავ ძალიან მტკიცე დარჩება“, -განაცხადა ელჩმა.

როგორც ელჩმა განაცხადა, ის ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას, რომ დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს ტერორიზმი, მიგრაცია, კონფლიქტური სიტუაციები თუ სხვა. თუმცა, ამავდროულად ელჩი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამოწვევები საქართველოს მეტ შესაძლებლობას აძლევს.

„ყველა ეს გამოწვევა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის არის სტაბილური და მდგრადი“, - განაცხადა ელჩმა.