დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას,

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას,

-პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა შეაჯა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ რეალურად ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია.

„ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით. ადგილობრივ მოსახლეობას წარვუდგინეთ ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემიერის თქმით, უამრავი რეფორმა, პროექტი განხორციელდა, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც ბევრი პრობლემაა.

„ ვფიქრობ, პარტია „ქართული ოცნება“ რეალურად არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენი გამარჯვება- ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანა“,-აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, ელგუჯა გოცირიძე, პაატა კვიჟინაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, სულხან მახათაძე, კობა ლურსმანაშვილი და გია მიქელაძე.