სერჟ სარგსიანმა შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლების და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა

სერჟ სარგსიანმა შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლების და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულ შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლების და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ეს არის სომხეთის პრეზიდენტის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ერევანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განხორციელდა.

სერჟ სარგსიანის თქმით, მოვლენები სომხეთის კონსტიტუციისა და კანონების მკაცრი დაცვით განვითარდება.

„პირადი შურისძიების ყველა მცდელობა აღიკვეთება კანონის ძალით“, - განაცხადა სარგსიანმა.

მისი თქმით, სომხეთში ახლა რთული და საპასუხისმგებლო პერიოდია.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, დღეს ერთ-ერთმა სომხურმა გამოცემა „ჰაიკაკან ჟამანაკმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლება, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის გამო მთავრობის გადაყენების საკითხზე მსჯელობს.

17 ივლისს ერევნის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა.