თურქეთის იუსტიციის მინისტრი ბექირ ბოზდაგი გამოვიდა მოწოდებით, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ევროკავშირის მოსაზრება არ იქნას გათვალისწინებული.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს თურქეთის კანონმდებლობას და არა ევროკავშირის სურვილს. შესაბამისი განცხადება ბექირ ბოზდაგმა CNN Turk-ის ეთერში გააკეთა.
მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ქვეყანა, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, ევროკავშირში ვერ გაწევრიენდება.
თურქეთში სიკვდილის დასჯის მორატორიუმი 2 004 წელს დაწესდა, თუმცა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვიტეს შეიტანონ პარლამენტში დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.