საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ინტერპოლის მიერ იგორ გიორგაძესა და თემურ ბასილიაზე საერთაშორისო ძებნის შეწყვეტას თავად ინტერპოლის ახალ შიდა რეგულაციებს უკავშირებს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ინტერპოლმა შეცვალა შიდა რეგულაციები და თუკი პირს რომელიმე ქვეყანა თავშესაფარს აძლევს, მას ძებნილთა სიიდან იღებს.
„რეგულაცია შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა არაფერი იგორ გიორგაძის მიმართ საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების დამოკიდებულებაში. მის მიმართ პრეტენზია კვლავ არსებობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.