თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური ყურადღება ექცევათ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ პოლიციის მკვლელობისთვის დაკავებული 5 ქართველის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი საელჩო ჩართულია ამ საკითხში. საკონსულოს თანამშრომლები გაემგზავრნენ ადგილზე შემთხვევის პირველივე წუთებიდან. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევას მაქსიმალური ყურადღება ექცევა და დაკავებულ ადამიანებსაც რა თქმა უნდა“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. სამართალდამცავი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა