ევროკავშირი თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ანკარის ზოგიერთი ქმედება გააკრიტიკა.
„ის, რასაც ვხედავთ მედიასთან, უნივერსიტეტებთან, მართლმსაჯულების ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მიუღებელია“, - განაცხადა მოგერინიმ.
15 ივლისის ღამეს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მას შემდეგ ათასობით ადამიანი დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თურქეთმა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა.