ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც მოაწყო სახელმწიფო ღალატი, საშიში აგენტურული ქსელი აქვს

ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც მოაწყო სახელმწიფო ღალატი, საშიში აგენტურული ქსელი აქვს

თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ თურქეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში 15 ივლისის ღამეს დაწყებული მოვლენები შეფასებულია როგორც „სისხლიანი“ გადატრიალების მცდელობა, რომელიც მოეწყო „ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგნიზაციასთან“ კავშირში მყოფი შეთქმული სამხედროების ჯგუფის მიერ თურქეთში დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და კონსტიტუციური წესრიგის შესაცვლელად.

„ფეთჰულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც მოაწყო სახელმწიფო ღალატი, აქვს საშიში აგენტურული ქსელი არამხოლოდ არმიაში, არამედ რიგ სახელმწიფო ორგანოში. საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართული ზომების ფარგლებში, 2016 წლის 21 ივლისიდან, ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სრული დაცვით, გამოცხადებული იყო საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ელჩის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ შეეხება თურქეთის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ პირიქით, მიმართულია საკონსტიტუციო წესრიგისა და უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისკენ.

განცხადების თანახმად, თურქეთის დემოკრატიული წყრობა და კანონის უზენაესობა კვლავ იქნება დაცული.