ყარაჯალაში უბედურ შემთხვევას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

ყარაჯალაში უბედურ შემთხვევას წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში უბედური შემთხვევა მოხდა. წლინახევრის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. 
როგორც მეზობლები ყვებიან, სავარაუდოდ, მცირეწლოვანი წყლით სავსე აბაზანაში ჩავარდა და დაიხრჩო.
დაღუპული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მორიგე ექიმმა განაცხადა, ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო. მცირეწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს.