ხმელთაშუა ზღვის ნავით გადაკვეთის მცდელობისას 22 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” იტყობინება.
ორგანიზაციის მონაცემებით, ნავი ზღავში ლიბიის სანაპიროს მახლობლად აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი 200-ზე მეტი ადამიანი ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეშე” კუთვნილ გემზე გადაიყვანეს. ნავში, რომელიც ნელნელა წყლით ივსებოდა, 21 ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედრები აღმოაჩინეს.
20 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში სხვდასხვა ოპერაციის დროს ორი ათასზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს.