ირაკლი სესიაშვილი და კახი კახიშვილი არიან ღირებული იქ, სადაც დღეს მუშაობენ

ირაკლი სესიაშვილი და კახი კახიშვილი არიან ღირებული იქ, სადაც დღეს მუშაობენ

თავდაცვის მინისტრის პოსტზე კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განიხილება, თუ არა ირაკლი სესიაშვილის ან კახი კახიშვილის კანდიდატურები თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

„გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებიოთ. ირაკლი სესიაშვილი არის ღირებული იქ, სადაც ის მოღვაწეობს. სავარაუდოდ, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც დღეს მუშობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას თავი შეიკავა დაესახელებინა, თუ ვისი კანდიდატურები განიხილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე.