საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატურის დასაყენებლად ხვალიდან ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. „მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩემი თავი წარმომიდგენია როგორც საქართველოს დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს, მაგრამ როგორც უპარტიო ადამიანს, ჩემი კონსულტაციები პარტიებთან არ იყო მიზანშეწონილი. მე არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მაქვს გამარჯვების იმედი. დღეს მე წარმოვადგენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.