საქართველო ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა

საქართველო ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდა

საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.

ამის შესახებ ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ - მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

მოგერინის განცხადების თანახმად, ევროკავშირი მიესალმება აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებებს სანქციების შესრულების თაობაზე.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა.

სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.