ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია ტარდება

ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია ტარდება

ბრიუსელში სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს მამაკაცი, რომელიც საეჭვო საქციელით გამოირჩეოდა. როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, მამაკაცს გრძელი ქურქი აცვია, რომლის ქვეშაც მავთულები ჩანს. ამ დროისთვის ბრიუსელის ცენტრში უამრავი სამართალდამცველია მობილიზებული, მიმდებარე მაღაზიებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა, გადაკეტილია ქუჩები.

პოლიცია აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს, თუმცა ეჭვმიტანილი ამ დრომდე არ არის დაკავებული.