თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მეტეხის ხიდთან, მდინარე მტკვრის უბეზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს. შესაბამისად, 21 ივლისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.