ხათუნა ლაგაზიძე ფონდ

ხათუნა ლაგაზიძე ფონდ "იავნანას" ფინანსებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი ხათუნა ლაგაზიძე ფონდ "იავნანას" ფინანსებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

"აღნიშნულთან დაკავშირებით ფონდს დაუკავშირდით.

"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პარტიას რაც ფინანსები ხმარდება, არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და გამჭირვალეა. პარტიის ფინანსები გამჭირვალეა და ნებისმიერი ინფორმაცია ამის თაობაზე მიეწოდება იმ სტრუქტურებს, რომელსაც ეხება", - განაცხადა ლაგაზიძემ.

გაზეთი "ახალი თაობა" სტატიას სათაურით "რაში ხარჯავს პაატა ბურჭულაძე ჩვენი მოქალაქეების საქველმოქმედო შენაწირებს“ აქვეყნებს.

სტატიის ავტორი ინტერესდება, რეალურად რა თანხები მიიღო პაატა ბურჭულაძის ფონდმა 2004 წლიდან მოქალაქეების შეწირულობებით და რა თანხები დაიხარჯა რეალურად შეჭირვებული თანამოქალაქეების დახმარებაზე.

როგორც ჟურნალისტი წერს, ინფორმაცია ფინანსური დოკუმენტაციის შესახებ, ანუ რამდენი თანხა შეიტანეს ამ ფონდში ჩვენმა მოქალაქეებმა და როგორ დაიხარჯა ეს თანხა, პარტიას არსად აქვს განთავსებული.