ბაქოში დახურეს კერძო „კავკასიური უნივერსიტეტი“, რომელიც სავარაუდოდ, აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელის ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თავის მხრივ, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი აზერბაიჯანში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„ბიბისი“ წერს, რომ კავკასიური უნივერსიტეტი 1993 წელს, თურქმა მეწარმეებმა დააფუძნეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“ იტყობინება, რომ მისი დამფუნძებლები გიულენთან დაკავშირებული პირები არიან, ხოლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სპონსორი კომპანია „სოკარია“.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ 2014 წელს აზერბაიჯანის მთავრობამ სახელმწიფო უწყებებიდან დაიწყო იმ თანამშრომლების დათხოვნა, რომლებიც გიულენთან იყვნენ კავშირში და აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, თურქეთის თხოვნით მიიღო.