Forbes-ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა

Forbes-ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა

Forbes-ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა.

როგორც მასალაშია აღნიშნული, ბაკურიანში არის უამრავი შესაძლებლობა აქტიური დასვენებისთვის, მათ შორის საფეხმავლო ტურიზმი, რაფტინგი და სხვა.

Forbes-ი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბუნება გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.

პოპულარული საზაფხულო კურორიტების სიაში ასევე მოხვდნენ კურორტები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.