საჩხერეში “ქართული ოცნების“ წარდგენით კენჭს „კონსერვატორი“ პაატა კვიჟინაძე იყრის

საჩხერეში “ქართული ოცნების“ წარდგენით კენჭს „კონსერვატორი“ პაატა კვიჟინაძე იყრის

საჩხერის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების“ წარდგენით და #41-ით კენჭს “კონსერვატორი“ დეპუტატი პაატა კვიჟინაძე იყრის. 
კვიჟინაძე საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრია და ის ზვიად ძიძიგურის პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს.
ასევე სხვა პარტიული კუთვნილება გააჩნია შს ყოფილ მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, რომელსაც პარტია “ქართული ოცნება“ ქუთაისის სამი მაჟორიტარული ოლქიდან ერთ-ერთში წარადგენს. ნარჩემაშვილი გია ჟორჟოლიანის “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის წევრია.
იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.