საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფშავში სტუდენტური “მარათონი 2016” გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფშავში სტუდენტური “მარათონი 2016” გაიმართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მდებარე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის „მარათონი 2016“ გაიმართა. ზაფხულის სეზონის გამო, სპორტული ღონისძიების გამართვა გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილებამ ქალაქგარეთ გადაწყვიტა და ასეთ ადგილად ფშავი, კერძოდ კი სოფელი ჩარგალი შეარჩია.

მონაწილეებმა 4,5 კმ. მანძილი დაფარეს. მათ შორის საუკეთესო შედეგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   სტუდენტმა არჩილ ჭუმბურიძემ აჩვენა. მეორე ადგილზე შავი ზღვის  უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა მოდებაძე გავიდა, საუკეთესოებს შორის მესამე კი  ნინო ჭიღლაძე აღმოჩნდა.

გამარჯვებულებს შესაბამისი პრიზები - თასები, მედლები და სიგელები კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელმა თენგიზ ფოფხაძემ გადასცა. გამგეობის მიერ ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებებში აქტიური ჩართვისთვის, თენგიზ ფოფხაძემ სტუდენტებს მადლობა გადაუხადა.