დღეს, 20:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში ოფიციალურად გაიხსნება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია.
აღნიშნული განცხადება პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
"კამპანიას გახსნის პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. ამავე ღონისძიებაზე დასახელდება იმერეთის მხარის თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
კანდიდატების წარდგენა 18 ივლისს, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე გაიმართება.