აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახური ფეთჰულა გიულენი აცხადებს, რომ თუ მისი კავშირი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დამტკიცდება, მას თურქეთში ექსტრადირების არ ეშინია. ამის შესახებ გიულენმა ტელეკომანია Россия 1-სთვის მიცემულ ინტევრიუში განაცხადა.
"მე არ მეშნია ექსტრადირების. თუკი გადაწყვეტენ, დაე ასე იყოს. შექმნან სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამომძიებელი საერთაშორისო ჯგუფი", -განაცხადა გიულენმა.
მასთან, ფეთჰულა გიულენი ამბობს, რომ არასდროს განუხილავს სამხედრო ჩარევა როგორც დადებითი ნაბიჯი, რადგან სამხედრო გზით დემოკრატიის მიღწევა შეუძლებელია.
ის მიიჩნევს, რომ არშემდგარმა ამბოხმა თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე ზეწოლა შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს.
თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენის 16 ივლისის ამბოხის ორგანიზატორად მიიჩნევს. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აშშ-სგან გიულენის ექსტრადირება მოითხოვა.
ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან პენსილვანიაში ცხოვრობს.