ალმა-ატაში შეიარაღებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ალმა-ატაში შეიარაღებულ თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. უცხოური მედიის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 2 სამართალდამცველი. ამ დროისთვის ალმა-ატაში გამოცხადებულია „ტერორისტული საფრთხის წითელი დონე“, დაწყებულია ანტიტერორისტული ოპერაცია.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს.

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტში იტყობინებიან, რომ თავდასხმა ქალაქის პოლიციის რაიონულ განყოფილებასა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის დეპარტამენტზე განხორციელდა.