გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა მოქთადა სადრმა მხარდამჭერებს მოუწოდა, თავს დაესხან ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც ერაყში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ფარგლებში ჩადიან.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შესაბამისი განცხადება შიიტი სასულიერო პირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, გასულ ორშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ექსტრემისტებთან ბრძოლისთვის, ერაყელი ძალოვნების დასახმარებლად ერაყში 560 ამერიკელი სამხედრო ჩავა.
ამგვარად, ერაყში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 4 500-ს გადააჭარბებს.