ბარაქ ობამა აშშ-ში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა

ბარაქ ობამა აშშ-ში პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა

აშშ-ში პოლიციელებზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმას პრეზიდენტი ბარაქ ობამა გამოეხმაურა. მან ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, „ყურადღება გაამახვილონ ისეთ სიტყვებზე და საქმეებზე, რომელიც ერს გააერთიანებს და არა გაყოფს“.
შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში თავდასხმის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა.

თავდასხმა გუშინ განხორციელდა, რა დროსაც შეიარაღებულმა მამაკაცმა 3 პოლიციელი მოკლა და 3 დაჭრა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი მოკლულია. მედია იტყობინება, რომ თავდამსხმელი 29 წლის გევინ ლონგია. New York Times-ის ინფორმაციით, ის ერაყში მსახურობდა.