ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც პოლიციის განყოფილება შტურმით აიღო, ერთი მძევალი გაათავისუფლა

ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც პოლიციის განყოფილება შტურმით აიღო, ერთი მძევალი გაათავისუფლა

ერევანში შეიარაღებულმა ჯგუფმა, რომელმაც პოლიციის განყოფილება შტურმით აიღო, ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის მათ 5 მძევალი ჰყავთ აყვანილი, მათ შორის სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი.

შეიარაღებული მამაკაცების ჯგუფი ერევანში მდებარე ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში გუშინ დილით შეიჭრა, შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, კიდევ 3 დაშავდა. 

შეიარაღებული ჯგუფის მოთხოვნა ოპოზიციური მოძრაობის „ახალი სომხეთის“ ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებაა.