”ქართული ოცნება“ დღეს, იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

”ქართული ოცნება“ დღეს, იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს

პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება“ დღეს, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. 
დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. 
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ”ქართულ ოცნებას“ იმერეთში მაჟორიტარობის 11 კანდიდატი ეყოლება. კანდიდატების წარდგენა დღეს ქუთაისში, ბალახვანის მოედანზე გაიმართება. ღონისძიება 20:00 საათზეა დაგეგმილი.