საფრანგეთში საგანგებო რეჟიმი სამი თვით გახანგრძლივდება

საფრანგეთში საგანგებო რეჟიმი სამი თვით გახანგრძლივდება

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელსაც 26 ივლისს ეწურება ვადა, 3 თვით გახანგრძლივდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სამი თვით გახანგრძლივდეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში მომავალი კვირის ბოლომდე შევა“, - განაცხადა ოლანდმა.

ბოლო მონაცემებით, გუშინ ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა.