ცნობილია იმ მძღოლის ვინაობა, ვინც ხალხის მასაში შევარდა

ცნობილია იმ მძღოლის ვინაობა, ვინც ხალხის მასაში შევარდა

სატვირთოს მძღოლი, რომელიც ნიცაში ხალხის მასაში შევარდა და სულ მცირე 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ნიცას მაცხოვრებელი, წარმოშობით ტუნისელი 31 წლის მამაკაცია.

აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია Nice Matin ავრცელებს.

მედიის ცნობით, სამართალდამცავი უწყებები მამაკაცს იცნობდნენ, რადგან ის წვრილმან სამართალდარღვევებში იყო შემჩნეული, თუმცა ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი არ ყოფილა.

ნიცაში მომხდარ ტერაქტს ამ დროის მონაცემებით 84 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

18 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.