ირაკლი ალასანია:   ნიცაში მომხდარი თავდასხმა სასტიკი და შემზარავი დანაშაულია

ირაკლი ალასანია: ნიცაში მომხდარი თავდასხმა სასტიკი და შემზარავი დანაშაულია

ნიცაში მომხდარი თავდასხმა, რამაც 80-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სასტიკი და შემზარავი დანაშაულია, - ამის შესახებ ნათქვამია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებაში.

ალასანიამ ფრანგ ხალხს და ხელისუფლებას მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დღეს ფრანგების მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

”ტერორიზმი არის მტერი, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ყველა, მთელი მსოფლიო უნდა გავერთიანდეთ. ,,თავისუფალი დემოკრატები“ ვგმობთ ტერორიზმს თავისი ყველა გამოვლინებით და მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას, საქართველომ ყველა ძალებით, მაქსიმალური წვლილი უნდა შეიტანოს, ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად, ამ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში”, -ნათქვამია ირაკლი ალასანიას განცხადებაში.