ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში 14 ადამიანი რჩება.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან.
დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.