ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც არიან. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დაშავებულთა შორის ბოლო ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ნიცაში მომხდარ შემთხვევას, 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დღეს, ვიწრო შემადგენლობით ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს.