ტერაქტის შედეგად დაშავებული 40-მდე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ტერაქტის შედეგად დაშავებული 40-მდე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებული 40-მდე ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ამ დროისთვის ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება, სადაც კრიზისების ცენტრია გახსნილი. 
ნიცაში მომხდარის შედეგად მან ავინიონში კერძო ვიზიტი შეწყვიტა და პარიზში დაბრუნდა. გამოცემა „ფიგარო“ წერს, რომ საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელი პატრიკ კალვარი ნიცაში მომხდარ ფაქტამდე სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ახალი ტერაქტების რისკზე საუბრობდა. მისი თქმით, დარწმუნებული იყო, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები შეცვლიდნენ ტაქტიკას და გადავიდოდნენ დანაღმულ ავტომანქანებსა და ასაფეთქებელ მოწყობილობებზე.