ფრანგული მედიის ცნობით, ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 80-ს აჭარბებს. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. პოლიციის თანამშრომლებმა სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც დღეს ხალხის მასაში შევარდა, ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა იპოვეს. როგორც ადგილობრივი მედია პოლიციაში წყაროებზე დაყრდობით წერს, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საუბარია საგულდაგულოდ მომზადებულ ტერაქტზე