საფრანგეთის დედაქალაქში, ბასტილიის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სადღესასწაულო სალუტების შედეგად ეიფელის კოშკთან ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ზუსტ მიზეზებზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც ხანძრის კერაა, მანამდე სამი აფეთქების ხმა გაისმა. ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.