საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხალხის მასაში შევარდნილი ავტომანქანის მძღოლი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა , პრეფექტის მოადგილე სებასტიან უმბერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. მისივე ნფორმაციით, მომხდარის შემდეგ იყო სროლები, რის შედეგადაც მძღოლი ლიკვიდირებულია. ამასთან, ელისეის სასახლე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ნიცაში მომხდარის გამო, ავინიონიდან ბრუნდება, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიზისული ცენტრის მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა.