დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის პოსტს ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკ პენსი დაიკავებს. „ბი-ბი-სის“ ინფორმაცით, ამის შესახებ დღეს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დილით ტრამპი ოჯახთან ერთად პენსს სახლში ეწვია, რამდენიმე საათში კი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
მაიკ პენსი 12 წლის განმავლობაში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. ასევე რესპუბლიკურ პარტიაში დიდი პატივისცემით სარგებლობს.