დიდუბის რაიონში  3 ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

დიდუბის რაიონში 3 ქუჩაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ შოთა იამანიძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაასრულა.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მოიჭრა ასფალტის დაზიანებული ფენა, როგორც საგზაო მონაკვეთზე, ასევე საფეხმავლო ტროტუარზე. კონტრაქტორმა კომპანიამ ქუჩაზე არსებული ჭები გზის ნიშნულამდე მიიყვანა, რის შემდეგაც 2400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დააგო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ასევე დასრულდა ხოშარაულის ქუჩა N29-სა და  წერეთლის ქუჩა N 101-თან.

ხოშარაულის ქუჩაზე სრულად მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, ამის შემდგომ კი სამანქანო გზასა და საფეხმავლო ბილიკებზე ასფალტის საფარი დაიგო.