ფონიჭალაში უსინათლოთათვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთავის გზატკეცილზე, უსინათლოთა დასახლებაში არსებული ბილიკების კეთილმოწყობა კრწანისის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაიწყო.
გამგეობის დაფინანსებით, მთლიანად გამოიცვლება და ახალი ასფალტის საფარი დაიგება 2120 კვ.მ. ფართობზე. მოეწყობა 1275 გრძივი მეტრი ბორდიური, რაც უსინათლოთა უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.
რეაბილიტაცის პროცესს ადგილზე გაეცნენ კრწანისი გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ბექა ნაცვლიშვილი. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უსინათლოებთან შეხვედრაც გამართეს.