ვახტანგ რჩეულიშვილი - იმედი მაქვს, გუკა საქართველოში აღარ იმყოფება, ამ ბანდიტებთან

ვახტანგ რჩეულიშვილი - იმედი მაქვს, გუკა საქართველოში აღარ იმყოფება, ამ ბანდიტებთან

კომპანია ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი იმედოვნებს, რომ მისი შვილი, გუკა რჩეულიშვილი საქართველოში აღარ იმყოფება. 
როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა ”პალიტრანიუსზე”, გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა, მან, როგორ პოლიტიკოსმა იცის, რომ საქართველოში მიღებულია ”შვილით შანტაჟი”. მისივე მოსაზრებით, გუკა რჩეულიშვილით მაია რჩეულიშვილის დაშანტაჟებას ცდილობენ.

”ახლა არ ვიცი გუკა სად არის. იმედი მაქვს, საქართველოში აღარ არის, ამ ბანდიტებთან... ესენი არიან თოფიანი ყაჩაღები. რეალურად დამთავრებულ ობიექტზე რომ მეტყვი, 500 დაზარალებულია და დამთავრებულ ობიექტზე რომ დაზარალებულად აიყვან ხალხს, მაშინ მე რაღა უნდა დავამთავრო? მითხარით ხალხო, რაღა დავამთავრო, მედავებიან სხვა კორპუსის მცხოვრებლები. უფლება არ ჰქონდათ შესვლის. ეს არის კბილაშვილის წამოწყებული საქმის გამართლება, თავისი აზრით, რომელმაც შეიძლება საერთოდ დაღუპვამდე მიიყვანოს ”ცენტრ-პოინტი”, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
პროკურატურა შპს ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

”გურამ რჩეულიშვილის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხდა, რადგან იგი ემალება გამოძიებას... ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.