ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ამერიკელი დიპლომატი სემინარს გამართავს

ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ამერიკელი დიპლომატი სემინარს გამართავს

2016 წლის 12-13 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით დაგეგმილია ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებისთვის სემინარის ჩატარება, რომლის მიზანია ექსპორტიორი კომპანიებისთვის აშშ-ის ბაზრის სპეციფიკაზე ინფორმაციის მიწოდება. 

სემინარი ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის საკითხებს. ამერიკელი დიპლომატი  და თეთრი სახლის გლობალური ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი, ბრეტ ბრუენი ისაუბრებს ტაქტიკებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისო აუდიენციის მოზიდვაზე. დიპლომატი დეტალურად განიხილავს ქართული ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლების  ბიზნეს მიზნებს, სამიზნე ბაზრების სპეციფიკას და ყველა შესაძლო კრიტერიუმს, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური ბიზნესის წარმოებას ამერიკის ბაზარზე.  

The Global Situation Room’s (GSR) უზრუნველყოფს თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას იმ ექსპორტიორთათვის, ვისაც აშშ-ს ბაზარზე ადგილის დამკვიდრება სურს.

კურსი სთავაზობს მნიშვნელოვანი სტრატეგიების წარმოჩენას იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესის წარმოებასა და შემდგომ მათ მართვასა და განვითარებას გეგმავენ.

სემინარი გაიმართება 12-13 ივლისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“.