აშშ-სთან გაფორმებული მემორანდუმი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებს“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, აშშ-ს სახელმწიფო მდივან, ჯონ კერისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მემორანდუმი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი, შეიარაღება.
„ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმატკიცებისთვის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკას შორის ძალიან მნიშნველოვანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთ დადასტურებას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.