საქართველოში ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას გზავნილით, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს

საქართველოში ჩამოვედი პრეზიდენტ ობამას გზავნილით, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენს 25-ე წლისთავის აღსანიშნად,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯონ კერიმ აღნიშნა, მოხარულია, რომ აქვს პრეზიდნეტ მარგვეალშვილთა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძესთან საუბრის საშუალება.

„საქართველო არის ლამაზი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მდებარეობს რთულ რეგიონში. აქ ჩამოვედი   პრეზიდენტ ობამას გზავნილით - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენი ორხმრივი ურთიერთობა ვითარდება. საქართველო ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისიის” სიდიდით მესამე და ნატო-ს არაწევრი უმსხვილესი კონტრიბუტორია. წლების განმავლობაში ჩვენი მამაცი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ჰელმანდის პროვინციაში. აშშ-ის სახელმწიფო აფასებს საქართველოს სამხედროების თავგანწირვას და უღრმეს მალდობას გიხდით, პრემიერ მინისტრო, სამშვიდობი მისიისადმი თქვენი მტკიცე მხარდაჭეისთვის“,-აღნიშნა ჯონ კერიმ.