ექსპერტ ვაჟა ბერიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის ვიზიტი მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ს არ აქვს ეჭვები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.
ექსპერტის შეფასებით, საქართველოში ვიზიტისას ჯონ ქერი მნიშვნელოვან გზავნილებს გააჟღერებს და მისი ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
"ქერის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რამდენადაც აშშ საქართველოს უპირველესი პარტნიორია. როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტში ადეკვატური აღარ აქვთ ეჭვები საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ჩვენი რეგიონის პრობლემების აღქმა უფრო ადეკვატური გახდა. ქერისგან ველით კონკრეტულ ნაბიჯებს ქართული დემოკრატიის განვითარების დასახმარებლად, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ აშშ-ის მეგობარია საქართველოს არა რომელიმე მთავრობა, არამედ ქართველი ხალხი", - განაცხადა ბერიძემ "პირWელთან" საუბრისას.
ბერიძის განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არჩევნებთან მიმართებაშიც პოზიტიურად იმოქმედებს.
"ის კიდევ ერთხელ გააფრთხილებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს და გააფრთხილებს ოპოზიციას, რომ არ დაუშვან ხელისუფლების პროვოცირება და დაესტრუქციული ქმედებები, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევს", - აღნიშნა ბერიძემ.