ესპანური მედიის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ფეხბურთელს, ლიონელ მესის გადასახადების დამალვის გამო 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
პატიმრობა შეეფარდა არგენტინელი ფეხბურთელის მამას, ხორხე მესისაც, რომელმაც, სასამართლოს ინფორმაციით, 2007- 2009 წლებში 4.1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადი დამალა.
ლიონელ მესის განცხადებით, მან "არაფერი იცოდა ფინანსური საქმეების შესახებ".
ესპანეთის კანონმდებლობით, ორ წელზე ნაკლები სასჯელის მოხდა შესაძლებელია გამოსაცდელი ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიონელ მესისა და მის მამას სავარაუდოდ არ დააპატიმრებენ.