თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გირესუნის პროვინციაში, მთიან რაიონში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.
ეს-70-ის ტიპის ვერტმფრენის ბორტზე მაღალჩინოსანი ოფიცრების ჯგუფი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი ერთ-ერთ ვერსიად ცუდ ამინდს ასახელებს.