გოგლა ჟვანია:  ჩემდა სამწუხაროდ, ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ბარიერს ნამდვილად გადალახავს

გოგლა ჟვანია: ჩემდა სამწუხაროდ, ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში ბარიერს ნამდვილად გადალახავს

ჩემდა სამწუხაროდ, ვითარება ისეთია, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებში ბარიერს ნამდვილად გადალახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმატება მნიშვნელოვანი არ იქნება და აღნიშნული პარტია პარლამენტში 15-20 მანდატს მოიპოვებს.

”მე ვვარაუდობ, რომ ”ნაციონალებს” პარლამენტში ეყოლებათ 15-20 კაცი. თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ისინი მეორე ადგილზე ვეღარ გავიდნენ. მიდის გადაჯგუფება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში. იქმნება გარკვეული კოალიციები და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიხილავთ ბევრად უფრო ძლიერ ოპოზიციურ სპექტრს, ვიდრე აქამდე გვქონდა”, - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბარიერს ”მნიშვნელოვნად გადალახავს” ”პატრიოტთა ალიანსი”. მისივე აზრით, შანსი აქვს ნინო ბურჯანაძესაც და ”ბარიერის მიდამოებთან ახლოს არის ირაკლი ალასანიას პარტია”. ჟვანიას მოსაზრებით, ძნელია პროგნოზირება პაატა ბურჭულაძის რეიტინგისა და შესაძლებლობების, ”გირჩის” და გიორგი ვაშაძის პარტიის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას კი, გოგლა ჟვანია გამორიცხავს.   

ამასთან, დეპუტატს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა თავად ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი